ფსიქოდელიკების მოქმედების აღწერა/გადმოცემა შეუძლებელი საქმეა - შეუძლებელია სიტყვების ან სიტყვათა შეთანხმების მოძებნა თრიფის აღსაწერად. თან, ყველა თრიფი განსხვავებულია - დამოკიდებულია დოზაზე, მიმღების რეზისტენტულობაზე, მასაზე, ტოლერანტობაზე, განწყობაზე, გარემოზე და მეტწილად-ინტელექტზეც.
ზოგადი ეფექტები კი გამოიყურება ასე:
ვიზუალი ღია თვალებით - საგნები იცვლიან ფორმას, ზომას; ვიზუალი დახუჭული თვალებით - მოძრავი ფიგურები ერთმანეთში ეწერებიან და ისევ იშლებიან, გამოიყურებიან რიგორც პიქსელები;
აზროვნება ხდება ძალიან სწრაფი და შედეგად, ფიქრობთ, რომ დრო იწელება; ფიქრობ ისეთ რაღაცეებზე, რაც უწინ შეიძლება თავშიც არ გაგივლია;
შეგრძნებები ხდება მძაფრი - ფერები ხდება ინტენსიური, გესმით ბგერები, რომლებიც უწინ არასდროს მოგისმენიათ და ა.შ.;
პატერნების გარჩევადობა იმდენად იცვლება, რომ - შეიძლება უყურებდეთ კედელს, და დაინახოთ საოცარი ფიგურები, ან სულაც უსასრულო სამყარო...
ზედოზირებისას ეფექტი გაცილებით მძლავრი ხდება - შეიძლება დაკარგოთ ეგო, სხეული, სივრცე. (მთავარია, არ შეგეშინდეთ!)
რეკომენდაციები ფსიქოდელიკების მიღების წინ:
რეკომენდირებულია დაიწყოთ მცირე დოზებით. ყოველთვის იკითხეთ, რამდენ მიკროგრამიანია ბლოტერი, ე.წ. მარკა, რამდენი გრამია სოკო, ან სხვა ნებისმიერი ფსიქოდელიკი. დოზის ცოდნა გამოგადგებათ როგორც მაშინ, როცა უნდა მიიღოთ კონკრეტული ფსიქოდელიკი და შესაბამისი შედეგი, რომელიც მოგისმენიათ ან წაგიკითხავთ, ასევე მომავალში - შემდეგი დოზის განსაზღვრისთვის. თუმცა გაითვალისწინეთ, ბლოტერით დოზის განსაზღვრა ყოველთვის სანდო და ზუსტი არაა.
სასურველია,თუ მიღებებს შორის მინიმუმ ხუთი დღე მაინც გავა, რადგან ფსიქოდელიური საშუალებები ტოლერანტობას მალევე აყალიბებენ.
შეარჩიეთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო. არავინ და არაფერი უნდა გიქმნიდეთ სულ მცირე დისკომფორტსაც კი.
არ დაიწყოთ იმაზე ფიქრი, რამდენ ხანს გასტანს თრიფი და როგორი იქნება ის - იდეალურ სიტუაციაში საჭიროა ერთი სრული დღე და კიდევ ერთი შემდეგი დღე სრულად გამოსასვლელად.
თუ რამე გაღელვებთ, გაწუხებთ, ნერვულად ხართ დაძაბული, ფიქრობთ როგორი თრიფი გექნებათ, რა დრო დაგჭირდებათ და ა.შ. - უმჯობესია, არ მიიღოთ ფსიქოდელიკები.
თუ მეორე დღეს რამე საქმე გაქვთ, ან სასწავლებელში ხართ წასასვლელი, ასევე, უმჯობესია თავი შეიკავოთ. ყველა ამ წინააღმდეგობამ შესაძლოა გაგიფუჭოთ თრიფი.ამიტომაც, უმჯობესია, დასვენების დღეებში მიიღოთ.
მნიშვნელოვანი და სასურველია თრიფის წამყვანი - გამოცდილი ფსიქონავტი, რომელსაც ენდობით და რომლისაც გჯერათ.
პირველი მიღებისას აუცილებლად იყოლიეთ გვერდით მეგობარი, რომელსაც უსიტყვოდ ენდობით და რომელიც არ მიიღებს არანაირ ნივთიერებას და ფხიზლად გაგიწევთ „სითერობას“.
მნიშვნელოვანია, თრიფის წამყვანმა, გინდა თვით ფსიქონავტებმა არ დაუსვან ერთმანეთს კითხვები - ეს გამოიწვევს ყურადღების გაფანტვას და ხელს შეგიშლით თრიფში.
თუ ფსიქონავტი არაადეკვატურად დაიწყებს ქცევას, შეუძლოდ იგრძნობს თავს, უთხარით მას, რომ თრიფშია და მალე დამთავრდება ეს თრიფი, დაალევინეთ წყალი, თუ ჩართულია მუსიკა, შეცვალეთ ტრეკი, თუ არ არის ჩართული მუსიკა - ჩართეთ...
არ სთხოვოთ ფსიქონავტს რაიმეს შესრულება ან გაკეთება - შეიძლება ჩათვალოს, რომ მას ცდიან, და ე.წ „ ბედ თრიფი“ დაეწყოს.
არ მიიღოთ ფსიქოდელიკები სავსე სტომაქზე. უმჯობესია, წინა დღეს მსუბუქად ივახშმოთ, ხოლო მიღების დღეს მსუბუქად წაიხემსოთ მსუბუქი საკვებით. (ხორცის მიღება საერთოდ არაა რეკომენდირებული, განსაკუთრებით მიღების დღეს, რადგან ორგანიზმი ხორცს ხანგრძლივად ამუშავებს).
წინასწარ შეთანხმდით „ფლეი-ლისტზე“ - მუსიკა მნიშვნელოვანია თრიფში.
მეტი კომფორტისთვის გამორთეთ ტელეფონები, თავი შეიკავეთ სოც.ქსელების გამოყენებისგან არ გადართოთ თქვენი გონება არაფერზე თრიფის მიღმა.
გაითვალისწინეთ :
ფსიქოდელიკები არ არიან ქროს-ტოლერანტულები MDMA-სთან,ან მეფედრონთან. ამიტომ, უმჯობესია ფსიქოდელიკები მიიღოთ სხვა ნივთიერებების მიღებიდან მინიმუმ ორი დღის შემდეგ, ასევე სხვა ნივთიერებები მიიღოთ ორი დღის შემდეგ - ასე უზრუნველყოფთ ფსიქოდელიკების ეფექტურ გამოყენებას.
თუ დღეს მიიღეთ LSD, შემდეგ დღეს კი სოკოები, იცოდეთ, რომ სოკოების ეფექტი იქნება საგრძნობლად სუსტი.
ფსიქოდელიკების ერთი დოზის მიღების შემდეგ იმავე დღეს დოზის დამატებით ეფექტს ვერ გაიძლიერებთ.
როგორ გავუმკლავდეთ „ბედ თრიფს“
ე.წ. „ბედ თრიფი“ არასასურველი გამოცდილებაა, ხშირ შემთხვევაში ფსიქონავტებისთვის „ბედ თრიფთან“ გამკლავება სირთულეს წარმოადგენს.
თუ თქვენთვის შემაწუხებელი გახდება ფსიქოდელიკის ზემოქმედება, შეგიძლიათ თრიფი ვადაზე ადრე შეწყვიტოთ რაიმე ნეიროლეპტიკის მიღებით, მაგალითად ქლოროპროტიქსენით, ან რამე ანალოგით.(გაიცემა ურეცეპტოდ).
დამამშვიდებელ საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯინჯერის ჩაიც.
ასევე ტრანკვილიზატორებით შეგიძლიათ შემდეგ ეფექტებთან გამკლავება - მაგალითად, თუ ვერ იძინებთ თრიფის დამთავრების შემდეგ, მიიღეთ ერთი აბი ფენაზეპამი.
LSD
პირველი მიღებისას რეკომენდირებული დოზა - 100-150 მიკროგრამი;
მიღებისას არაა აუცილებელი დიდხანს გაიჩეროთ პირის ღრუში, შეგიძლიათ პირდაპირ გადაყლაპოთ. არ დააყოლოთ წყალი. (განსაკუთრებით ენბაუმს, რადგან დიდი შანსია რომ საერთოდ არ „გაგიხსნათ“).
პირველ ეფექტს იგრძნობთ 30-40 წუთში. თრიფი გასტანს 10-12 საათს.
25 -75 მიკროგრამი - მსუბუქი დოზა;
50 -100 მიკროგრამი - საშუალო დოზა;
150 – 400 მიკროგრამი - დიდი დოზა;
400 მიკროგრამი და მეტი - გმირული დოზა;
ჯადოსნური სოკოები
ნედლი სოკოს მიღება შეგიძლიათ პირდაპირ, ჩაის ან რაიმე სითხის დაყოლებით.
გამშრალის მიღებისას - დააქუცმაცეთ რაც შეიძლება წვრილად და დაასხით ცხელი წყალი(არა მდუღარე) დაახლოებით 80-90 გრადუსი ტემპერატურის, დაელოდეთ 10-15 წუთი, და მიიღეთ. ნარჩენი მასა შეგიძლიათ გადაყაროთ, შეგიძლიათ მიიღოთ - მთელი ფსილოციბინი სითხეშია კონცენტრირებული.
ასე შეიძლება დაქუცმაცებულ სოკოს დააწუროთ ერთი მთელი ლიმონი და დაელოდოთ 20 წუთი. ლიმონი როგორც ცხელი წყალი ახდენს ფსილოციბინის ექსტრაქციას. შემდეგ გააზავეთ წყლით და ასე მიიღეთ.
0,25 – 1 გრამი - მსუბუქი დოზა;
1 -2,5 გრამი - საშუალო დოზა;
3,5 – 5 გრამი - დიდი დოზა;
5 გრამზე მეტი - გმირული დოზა;
DMT [სიცოცხლის მოლეკულა]
ეს სუბსტანცია გვხვდება ორი სახით:
თავისუფალი ფუძის სახით (DMT freebase) - მოსაწევად და პერორალურად მისაღებად,
და ე.წ. ფუმარატი, ანუ მარილი - ინტრავენურად ან კუნთში ინექციისთვის;
მოქმედებას იწყებს: მოწევისას და ინტრავენურად - მყისიერად, პერორალურად - 40-60 წუთის შემდეგ, კუნთში ინექციით - 10-15 წუთში;
დოზები:
მოსაწევად - 10 – 60 მილიგრამი;
პერორალურად - 50 -200 მილიგრამი;
კუნთში - 30-50 მილიგრამი;
ინტრავენურად - 15 -20 მილიგრამი;
მესკალინი
მოიხმარეთ პერორალურად - გახსენით კრისტალები წყალში და მიიღეთ მცირე ყლუპ-პორციებად 30 წუთის განმავლობაში. პირველი ეფექტი 40-60 წუთში დგება და მოქმედება გრძელდება 8 – 12 საათს.
დოზირება:
100 -200 მილიგრამი - მცირე დოზა;
200 – 300 მილიგრამი - საშუალო დოზა;
300 – 500 მილიგრამი - დიდი დოზა;
500 – 700 მილიგრამი - გმირული დოზა;
Nbome
სასურველია, თუ გაიჩერებთ პირის ღრუში 20-30 წუთი ისე, რომ ნერწყვს არ გადაყლაპავთ ამ დროის განმავლობაში. არ გადაყლაპოთ მყისიერად.
მოქმედებას იწყებს 30-40 წუთში. ხანგრძლივობა დამოკიდებულია სახეობაზე. საშუალოდ აქტიურია - 4 – 12 საათი;
ერთ მარკაზე საშუალოდ გვხვდება 50-დან 1500 მიკროგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება. საჭიროებს ფაქიზ დოზირებას - არ არის რეკომენდირებული ორ მარკაზე მეტის მიღება. ზედოზირება შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს!
ფსიქოდელიკები და სხვა ნივთიერებები
ფსიქოდელიკის მოქმედებისას, კანაბისის მოწევა შესაძლებელია. თუმცა გაითვალისწინეთ, ყველა შემთხვევაში ზემოქმედება ინდივიდუალურია, კარგ სატივას შეუძლია სერიოზულად გაგიმძაფროთ თრიფი, ინდიკა კი კარგია თრიფის დამთავრებისას - მოგთენთავთ და დაძინებაში დაგეხმარებათ.
ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოდელიკების პარალელურად სხვა სუბსტანციის მიღება უსიამოვნო იყო.
MDMA-სა და ფსიქოდელიკების შესახებ ზემოთ უკვე ვთქვით, მაგრამ თუ მაინცდამაინც გინდათ გამიქსოთ, არსებობს შემდეგი კომბინაციები :
LSD + MDMA = “candyflip” - LSD-ს მოქმედების დაწყებიდან 4 საათის შემდეგ დააყოლეთ MDMA;
LSD + კეტამინი - LSD-ს მოქმედების პიკის შემდეგ დააყოლეთ კეტამინი;
LSD + DMT – LSD-ს მოქმედების პიკზე დაიმატეთ DMT. ძალიან რბილად შეხვალთ DMT-ში და მისი მოქმედების ეფექტი არ შეიცვლება.
MDMA + სოკოები = „hippieflip“. მიიღეთ ერთდროულად, მაგრამ ორივე სუბსტანციის დოზებს დაუწიეთ, ვიდრე ცალ-ცალკე მიღებისას.
Nbome ამფეტამინებთან ან MDMA-სთან ერთად ტვირთავს გულს და სისხლძარღვებს და ამიტომ არ არის რეკომენდირებული.
Comments