რა არის Rave Recovery ?
რეივის და კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლები მუდმივად დგანან ერთი დიდი საერთო პრობლემის წინაშე - შემდეგი დღის ეფექტები.
თავის ტკივილი, უხასიათობა, მოთენთილობა, გამოფიტულობა, კუნთების ტკივილი - ალბათ ვისაც ერთხელ მაინც უგემია კლუბური ნარკოტიკი, ყველასთვის ნაცნობი და არც თუ ისე სასიამოვნო სიმპტომებია. ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ოთხ საათში დაახლოებით 20კმ-ს ვცეკვავთ და 1100 კკლ-ს ვწვავთ, რაც ცხადია ორგანიზმს დიდი რაოდენობით ენერგიის დახარჯვას აიძულებს. იმატებს ფიზიკური სტრესი, კუნთების ტკივილი, ორგანიზმი კარგავს საჭირო ელექტროლიტებს და ხშირ შემთხვევაში, გარდა ფიზიკური ზიანისა, ვიღებთ არასასიამოვნო მენტალურ ეფექტებს, როგორიცაა: უხასიათობა, დეპრესიისკენ მიდრეკილება, შფოთვა - რასაც ფაქტობრივად ყველა სახისსტიმულატორის მოხმარებისას დიდი რაოდენობით სეროტონინის გამოთავისუფლება განაპირობებს.
აუცილებელია ორგანიზმი შევამზადოთ კლუბური ნარკოტიკის მისაღებად და გავუადვილოთ სტრესის გადატანა.
დღესდღეობით უკვე არსებობს საკვები დანამატის სახით გამოცემული აბები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სიმპტომების შემსუბუქებას/მოხსნას. თუმცა, არც თუ ისე ხშირად შეხვდებით კლუბში ადამიანს, რომელიც ინფორმაციას ფლობს და მომზადებულია პოსტ-ეფექტებისთვის.
ბაზარზე ეს აბები rave recovery-ის სახელითაა ცნობილი და ამ ეტაპზე ონლაინ გამოწერით ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია. განსხვავდებიან მათი მწარმოებლები, ხოლო ძირითადი ნივთიერებების შემადგენლობა მეტწილად ერთია. მათში შემავალი აქტიური ნივთიერებების ცალ-ცალკე მოპოვება დამოუკიდებლადაც არ წარმოადგენს სირთულეს. თუკი გინდათ, რომ გემრიელად იცეკვოთ, გაერთოთ, მიიღოთ და ბოლომდე ისიამოვნოთ სტიმულატორით და არა მხოლოდ, მაშინ აუცილებლად იზრუნეთ წინასწარვე ამ უებარი საშუალებისთვის და მომდევნო დღეებში არასასურველი სიმპტომები ნაკლებად გექნებათ.
"Rave Recovery" - აღმდგენები
გთავაზობთ ძირითადი ნივთიერებების ჩამონათვალს, რომელთაც “rave recovery“ შეიცავს:
5-HTP - ამინომჟავა, რომელიც ნებისმიერი „rave recovery-ს“ უცვლელი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. 5-HTP ორგანიზმს ეხმარება სეროტონინის გამომუშავებაში და აბალანსებს მის გამოყოფას. ეს ამინომჟავა დაგეხმარებათ გუნება-განწყობის ამაღლებასა და შფოთვის მოხსნაში, ასევე იდეალურ როლს თამაშობს ძილის ნორმალიზებისთვის. ბუნებრივი წყაროა- მწვანე ჩაი.
მაგნეზიუმი - ხშირად შეუწუხებიხართ ყბის დაჭიმულობასა და კბილების უნებლიედ ერთმანეთზე ძლიერად დაჭერას? მაგნეზიუმი მეორე აუცილებელი კომპონენტია, რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს ამ დაჭიმულობის მოხსნას, ასევე ამსუბუქებს კუნთების ტკივილს, ამაღლებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ეხმარება ჰიდრატაციაში.
C ვიტამინი - ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ვიტამინი აქაც დაგეხმარებათ, C ვიტამინი საუკეთესო ანტიოქსიდანტია, რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ებრძვის სტრესს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენას.
ელ - კარნიტინი - ორგანიზმისთვის შეუცვლელი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ამინომჟავაა, იცავს და აღადგენს ტვინის უჯრედებს, აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს და გვეხმარება ზოგადად სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
ALPHA - LIPOIC მჟავა (ALA) - უნივერსალური ანტიოქსიდანტი, რომელიც გვეხმარება ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის, ასევე აუმჯობესებს მეხსიერებასა და დადებითად აისახება ტვინის აქტივობაზე.
B ჯგუფის ვიტამინები ( B1, B2, B3, B6, B12) - ჩამოთვლილი B ჯგუფის ვიტამინები, ორგანიზმს ენერგიის წარმოებაში, ჩვენ კი საწვავით მომარაგებაში გვეხმარებიან და აძლიერებენ იმუნურ და მომნელებ სისტემებს.
ესაა მცირე ჩამონათვალი იმ კომპონენტებისა, რომლებიც აუცილებლად შეგხვდებათ „rave recovery-ის“ ფხვნილის ან აბების აღწერილობაში. იმისთვის, რომ მათი დადებითი თვისებები მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ, ნარკოტიკის ზემოქმედების შემდგომი უარყოფითი ეფექტების აღმოსაფხვრელად, აუცილებელია მათი სწორად მიღება.
მიღების წესი და დოზირება:
ნარკოტიკის მიღებამდე ორი დღით ადრე: მიიღეთ ერთი პორცია.
ერთი დღით ადრე: მიიღეთ ერთი პორცია.
მიღების დღეს: 1 პორცია მიღებიდან 4 - 6 საათის შემდეგ.
მიღების შემდეგი ორი დღის განმავლობაში გაიმეორეთ იგივე.
თუ მზა სახით არ გაქვთ rave recovery-ის ტაბლეტები ან ფხვნილი, მაშინ ეცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებით თავად გაამდიდროთ ორგანიზმი.
გაითვალისწინეთ: მიღებისას არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას! დაუშვებელია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ლაქტაციის პერიოდში მყოფთათვის rave recovery-ის მიღება. შესაძლოა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალების მართვისას!
თუ იღებთ ანტიდეპრესანტებს, მიიღეთ rave recovery ან მასში შემავალი ზოგიერთი კომპონენტი მხოლოდ თერაპევტთან კონსულტაციის შემდეგ.
ბუნებრივი საშუალებები სეროტონინის გამოსამუშავებლად:
თუ არ გაქვთ „rave recovery“, ბუნებრივი საშუალებებით, როგორიცაა ზოგიერთი საკვები პროდუქტი, შესაძლებელია ყველაზე ძლიერი ანტიდეპრესანტის - სეროტონინის აღდგენასა და ასევე ზოგადად გაჯანსაღებაში დავეხმაროთ ორგანიზმს.
გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ:
კვერცხში შემავალ ცილას შეუძლია გაზარდოს სისხლის პლაზმაში არსებული ტრიფტოპანი,რომელიც პირდაპირკავშირშია ჩვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის დონესთან.
რძის პროდუქტი (განსაკუთრებით ყველი), რომელიც ასევე დიდი წყაროა ტრიფტოპანის
მწვანე ფოთლოვან ბოსტნეული, როგორიცაა “ხუჭუჭა კომბოსტოს”და ისპანახს, აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისება. ამ ტიპის ბოსტნეული ასევე ძალიან მდიდარია ვიტამინებით A, C, E და K.
ანანასის ერთი გრამი შეიცავს 17 მიკროგრამ სეროტონინს;
ორაგული ტრიფტოპანის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყარო;
თხილი და ნუში სერატონინის ბუნებრივი წყარო, 398 მკ/გ ერთ გრამზე;
ბანანი გარდა ენერგიის უზრუნველყოფისა, ბანანი ტრიფტოპანის შესანიშნავი წყაროა;
ფორთოხალი - მდიდარია C ვიტამინით;
შოკოლადი - უბრალოდ ყველასთვის ბედნიერების მომტანი პროდუქტი ^_^
ტოფუ - ტოფუ მზადდება სოიოს რძისგან, მას სოიოს ხაჭოსაც უწოდებენ, თუმცა რძის ხაჭოსგან განსხვავებით, ის მთლიანად მცენარეული პროდუქტია. ტოფუ შეიცავს დიდი რაოდენობით, როგორც ტრიფტოპანს ასევე კალციუმს.
Comments