top of page

სინთეტური ნარკოტიკი


 
synthetic-drugs

Αlfa-PVP/„აბაზანის მარილი“, იგივე სპიდი, იგივე ფლაკა, იგივე ზომბი, და ა.შ. - ახალი თაობის, უძლიერესი მოქმედების ფსიქომასტიმულირებელი სინთეტური ნივთიერება.

სიიაფისა და მყისიერი მოქმედების გამო, მომხმარებლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფსიქოსტიმულატორია. ის იწვევს „გამოხატული ბედნიერების“ შეგრძნებას, ძლიერ ეიფორიას; გარკვეული დოზებისას შესაძლოა განიცადოთ ფსიქოდელიური თრიფი.

 

ფლაკა“ ესპანურიდან მოდის და აღნიშნავს მაცდური, მიმზიდველი ქალის აღწერის ერთ-ერთ ვარიანტს, სალაპარაკო ენაზე.

 

„ფლაკა" დიზაინერული ნარკოტიკების ბაზარზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. მაღალი დამუშავების მოთეთრო ელფერის კრისტალები ძირითადად იწარმოება ჩინეთში. თუმც, ბაზარზე ძალიან ხშირად გვხვდება დაბალი ხარისხის მოვარდისფრო, ან დაბურული მოყავისფრო კრისტალები.

ბოლო დროს მწარმოებლები იყენებენ საკვებ საღებავებს კრისტალების „გასაფერადებლად“, რაც არ ახდენს გავლენას აქტიური ნივთიერების თვისებებზე, ხოლო კრისტალის გაფხვიერებისას მას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მოთეთრო ელფერი. თუ გაფხვიერებული კრისტალი არის ყვითელი, ან ყავისფერი - ესეიგი რაღაც ვერ არის კარგად.

არაკეთილსინდისიერი დილერები, წონაში მოგების მიზნით, ხშირად აზავებენ - ზოგ შემთხვევაში უსაფრთხო, ზოგჯერ კი უფრო იაფი და დაბალ ხარისხიანი ფსიქოსტიმულატორებით ან სულაც სინთეტური ოპიოიდებით. ეს უკანასკნელი კი სერიოზულ საფრთხეს შეიცავს მომხმარებლისთვის.

 

ხშირად თვლიან, რომ „სპიდი“-ც იგივე ამფეტამინია. სინამდვილეში, ეს ორი სრულიად განსხვავებული ნივთიერებაა. ამფეტამინი არის ემპათოგენური სტიმულატორი, ხოლო „სპიდი“ არის ძალიან ძლიერი ფსიქოსტიმულატორი. ზუსტად ამიტომ არ არის რეკომენდირებული ამფეტამინების მიღება „სპიდ“-თან ერთად, რადგან გულის მუშაობას უქმნის სერიოზულ საფრთხეს.


ასევე, მეფედრონი არ არის იგივე „სპიდი“, თუმც ორივე „აბაზანის მარილია" ისევე, როგორც „სპიდი“.

 

α-Pyrrolidinopentiophenone - კათინონების კლასის სინთეტური რეკრეაციული ფსიქოსტიმულატორი.

ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას დოფამინებისა და ნორადრენალინის გადამტანების შერჩევითი ინჰიბირების გზით.

პირველად დაასინთეზეს 1970-იან წლებში ფარმაცევტულ კომპანია Boehringer Ingelheim -ში (გერმანია), როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი. გამოიყენებოდა აპათიური დეპრესიისა და პათოლოგიური ძილიანობის მკურნალობისას, თუმცა პროექტი მალევე შეწყვიტეს.

ის არის მცენარე Catha Edulis Forsk-ში (მცენარის ლათინური დასახელება) შემავალი ფსიქოტროპული ნივთიერების მოდიფიცირებული ანალოგი.





მოხმარების გზები და დოზირება


 

გაითვალისწინე: ნებისმიერი ნივთიერების მოხმარებამდე აუცილებლად შეამოწმე ნივთიერების ხარისხი (გატესტე შემადგენლობა სპეციფიური რეაგენტების მეშვეობით); მომხმარებლის წონა, სქესი, მეტაბოლიზმი, ტოლერანტობის დონე.


პერორალურად (ყველაზე გავრცელებული გზა)

დოზა:

5 – 10 მგ - მსუბუქი;

10 – 15 მგ - საშუალო;

15 – 25 მგ - ძლიერი;

მოქმედება საკმაოდ მალე იწყება. პიკს აღწევს დაახლოებით 90 წუთში. საერთო ხანგრძლივობა 6-8 საათი. ეფექტის ინტენსიური შეგრძნება გრძელდება 30 – 45 წუთს.


ინჰალაციის გზით აქვს მომენტალური, კაშკაშა „პრიხოდი“.

მოხმარების მეთოდი - კრისტალები უნდა გაცხელდეს იმ ტემპერატურამდე (მთავარია არ მიიწვას), რომ ბოლი აუვიდეს, რომელსაც მილაკით შეისუნთქავ.


ნაზალურად - მაქსიმალურად გაფხვიერებული, ფქვილად ქცეული კრისტალების შეყნოსვა ან ცხვირის ნესტოებში შეზელვა.

ხანგრძლივი გამოყენებისას ხშირია ცხვირის შიდა გარსის დამწვრობა/დაზიანება.


ინტრავენურად - მიუხედავად მყისიერი და ძალიან ძლიერი მოქმედებისა, იშვიათად მიმართავენ. საჭირო დოზის განსაზღვრის პრობლემატურობა ხშირად ხდება ლეტალური შედეგის მიზეზი.



არ არის რეკომენდირებული სხვა ფსიქოსტიმულატორებთან ერთად მიღება;

ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული

სინდრომი, რასაც ახასიათებს ფსიქიური მდგომარეობის ცვლილება,

ვეგეტატიური სისტემის ფუნქციონირების მოშლა, ნერვო-კუნთოვანი დისფუნქცია;

ასევე არ არის რეკომენდირებული მიიღოთ ტრამადოლთან, კოკაინთან, MDMA-სთან ერთად.

ალკოჰოლის დაყოლებაც ვერ არის კარგი საქმე, მათი ზემოქმედების საპირისპირო მექანიზმების გამო;



 

ზედოზირებისას დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ოპერატორს აუცილებლად უთხარით გამოძახების რეალური მიზეზი.

სასწრაფოს მოსვლამდე არ დაიბნეთ - შეეცადეთ მეტი ჟანგბადი მისცეთ, ასევე, თუ სხეული გადახურებული აქვს, ცივი ტილოთი დაუზილეთ, ელაპარაკეთ - ეცადეთ მუდმივად იყოთ კონტაკტში. დაალევინეთ წყალი, უმჯობესია ტკბილი;

 


356 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page