top of page

Რა არის მეტამფეტამინი?

Updated: Mar 7



კრისტალური მეტამფეტამინი სტიმულატორია, ანუ ის აჩქარებს ტვინსა და სხეულს შორის მოძრავ სიგნალებს. ამფეტამინთან / სპიდთან შედარებით, ის უფრო ძლიერია, უფრო მარტივად იწვევს დამოკიდებულებას და შესაბამისად უფრო მავნე გვერდითი მოვლენა აქვს.


მეთი ჩვეულებრივ გვხვდება პატარა, მკვრივი, გამჭვირვალე კრისტალების სახით, რომლებიც ყინულს ჰგავს. ის ასევე შეიძლება შეგვხვდეს თეთრი ან მოყავისფრო ფხვნილის სახით, ძლიერი სუნითა და მწარე გემოთი.


Როგორი გავლენა აქვს მეტამფეტამინს ტვინზე?


მეტამფეტამინი ტვინში დოფამინის გამოყოფას ასტიმულირებს - დოფამინი ჩართულია ისეთი ემოციების კონტროლში, როგორებიცაა მოტივაცია, კონცენტრაცია, სიამოვნება და მრავალი სხვა.


Როგორ მოიხმარენ მეთს?


მეტამფეტამინს ძირითადად ეწევიან (ეფექტს თითქმის მაშინვე გრძნობენ) ან მოიხმარენ ინექციურად (ეფექტი იწყება 15 დან 30 წამამდე). მას Ზოგჯერ ყლაპავენ (ეფექტის დაწყებას სჭირდება 15 დან 20 წუთი) ან იყნოსავენ (იგრძნობა 3 - 5 წუთში).


ეფექტები


ვინაიდან ყველანაირი ნარკოტიკის მოხმარებას თან ახლავს გარკვეული რისკი, მიღებამდე მნიშვნელოვანია სიფრთხილე და ინფორმირებულობა.


მეთის ეფექტი შეიძლება გაგრძელდეს 12 საათამდე და ის ყველაზე განსხვავებულად მოქმედებს. Მისი ზოგადი ეფექტებია:


  • სიამოვნებისა და თავდაჯერებულობის გრძნობა

  • გაზრდილი სიფხიზლე და ენერგია

  • გადიდებული გუგები და სიმშრალე პირში

  • კბილების კრაჭუნი და ჭარბი ოფლიანობა

  • სწრაფი გულისცემა და სუნთქვა

  • შემცირებული მადა

  • სქესობრივი აღგზნება


ნარკოტიკების ინექციური გამოყენებისას არსებობს შემდეგი პრობლემების გაზრდილი რისკი:

  • ტეტანუსი

  • ინფექცია

  • ვენების დაზიანება


Ნემსების გაზიარებით იზრდება რისკი:

  • B ჰეპატიტი

  • C ჰეპატიტი

  • აივ ინფექცია და შიდსი



ქამდაუნი


Მეთის შემდგომ სრულ გამოსვლას რამდენიმე დღე სჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:


  • უძილობა და დაღლილობა

  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და მხედველობის დაბინდვა

  • პარანოია, ჰალუცინაციები და დაბნეულობა

  • გაღიზიანებულობა და უხასიათობა


ამ ეფექტების გასაქარწყლებლად ისეთი დეპრესანტი ნარკოტიკების მიღებამ, როგორიცაა ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინები ან კანაფი, შეიძლება გამოიწვიოს დამომკიდებულების ციკლი ორივე სახის ნარკოტიკზე.


ზედოზირება


Მეთის დიდი რაოდენობით ან ძლიერი დოზის მიღების შემთხვევაში, იზრდება ზედოზირების რისკი. Მეტამფეტამინის Ზედოზირების ნიშნებია:


  • აჩქარებული გულისცემა და გულმკერდის ტკივილი

  • სუნთქვის პრობლემები

  • Ძლიერი და უკონტროლო წრიალი

  • Ძლიერი აჟიტირებულობა, დაბნეულობა, მოუხერხებლობა

  • უეცარი, ძლიერი თავის ტკივილი

  • გონების დაკარგვა

  • ინსულტი, გულის შეტევა ან სიკვდილი


თუ მეთის ზემოქმედების ქვეშ ამ სიმპტომებიდან რომელიმე იგრძენით - დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება


გრძელვადიანი ეფექტები


Მეთის Რეგულარულ გამოყენებას ახასიათებს:


  • წონის უკიდურესი დაკლება მადის დაქვეითების გამო

  • Ძილის პრობლემები

  • პირის სიმშრალე და დენტალური პრობლემები

  • დაქვეითებული იმუნიტეტი

  • Სუნთქვის პრობლემები

  • კუნთების დაჭიმულობა

  • გულის და თირკმელების პრობლემები

  • ინსულტის გაზრდილი რისკი

  • კონცენტრაციის პრობლემები

  • დეპრესია

  • Შფოთვა და პარანოია

  • ფინანსური, სამსახურეობრივი თუ სოციალური პრობლემები



დამოკიდებულება და აბსტინენცია


ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ მეთს, შეიძლება სწრაფად გახდნენ ამ ნარკოტიკზე დამოკიდებული. დამოკიდებული მომხმარებლები გრძნობენ, რომ სჭირდება მეთი ჩვეულებრივი აქტივობების შესასრულებლადაც კი, როგორიცაა მუშაობა, სწავლა და სოციალიზაცია, ან უბრალოდ დღის გატარება.


დიდი ხნის გამოყენების შემდეგ ძალიან რთულია მეთის გადაგდება, რადგან სხეული უნდა მიეჩვიოს მის გარეშე ფუნქციონირებას. აბსტინენციის სიმპტომები ნაწილობრივ ქრება ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ კი თითქმის აღარ იგრძნობა. ამ პერიოდში დამოკიდებული ადამიანი გრძნობს შემდეგ სიმპტომებს:


  • Მეთის მიღების ძლიერი სურვილი

  • გაზრდილი მადა

  • დაბნეულობა და გაღიზიანებულობა

  • ტკივილები და ტეხვა სხეულში

  • გამოფიტულობა

  • მოუსვენარი ძილი და კოშმარები

  • შფოთვა, დეპრესია და პარანოია


მეტამფეტამინების გამოყენება სხვა სუბსტანციებთან


ამფეტამინების მიღებამ სხვა ნებისმიერი ტიპის სუბსტანციასთან ერთად, შეიძლება ჩვენზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ეფექტი იქონიოს:


მეთი + სპიდი ან ექსტაზი: უზარმაზარი დატვირთვა გულზე და სხეულის სხვა ნაწილებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი.


მეთი + ალკოჰოლი, კანაფი ან ბენზოდიაზეპინები: სხეულის უზარმაზარი დატვირთვა და ზედოზირების დიდი ალბათობა. მეთის მასტიმულირებელმა ეფექტმა შეიძლება შენიღბოს დეპრესანტი სუბსტანციების ეფექტები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, და გაზარდოს ზედოზირების რისკი.

488 views0 comments
bottom of page