top of page

ესკეტამინი

119049792_3478507092208124_1870976283644

ესკეტამინის ცხვირის სპრეი,

დეპრესიის სამკურნალოდ.

სექტემბერი.09.2020

Აშშ-ს სურსათისა და ნარკოტიკების ადმინისტრაციამ (FDA), საბოლოოდ დაამტკიცა ესკეტამინის ცხვირის სპრეი (Spravato), დამატებით ახალ სამკურნალო საშუალებად, დეპრესიული სიმპტომების სამკურნალოდ მოზრდილებში, ძირითადი დეპრესიული აშლილობით და მწვავე სუიციდური იდეით ან ქცევით.

 

FDA-მ, მკურნალობის მიმართ რეზისტენსული დეპრესიისთვის, ესკეტამინის სპრეის ეფექტიანობაზე კვლევები 2019 წელს დაიწყო.

Საბოლოო გადაწყვეტილება ემყარება, ორი იდენტური ფაზის, 3 საცდელი კვლევის მონაცემებს, რომელმაც შეაფასა ცხვირის სპრეის ეფექტურობა და უსაფრთხოება დეპრესიით დაავადებულ პაციენტებში.

 

“Ტრადიციულ პერორალურ ანტიდეპრესანტებს, შედეგის მისაღწევად სჭირდებათ რამდენიმე კვირა ან მეტი, ასე რომ მედიკამენტის არსებობა, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია დაეხმაროს დეპრესიის მქონე პაციენტს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” - ამბობს ტერეზა ნგუენი, Mental Health America-ს პროგრამის უფროსი ოფიცერი.

 

კვლევების შედეგებმა აჩვენა რომ აქტიურმა მკურნალობამ მნიშვნელოვნად შეამცირა დეპრესიული სიმპტომები 24 საათის განმავლობაში, ზოგიერთმა პაციენტმა დაიწყო რეაგირება პირველი დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

sanacora

ჯერარდ სანაკორაიელის დეპრესიის კვლევის პროგრამის დირექტორი:

FDA-ს ახალ მითითებასთან დაკავშირებული კლინიკური კვლევები, წარმოადგენს დამადასტურებელ ფაქტს რომ ესკეტამინმა შეიძლება კლინიკოსებს შესთავაზოს ახალი, სწრაფი გზა, დაეხმარონ პაციენტებს, გადაუდებელი დეპრესიული ეპიზოდისას და რემისიის გზაზე.

სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო და ბოროტად გამოყენების პოტენციალიდან გამომდინარე, ესკეტამინის ცხვირის სპრეი ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდულად და გაიცემა Spravato-ს რისკის შეფასებისა და შემცირების სტრატეგიის (REMS) სისტემის საშუალებით.

 

Პაციენტს, ესკეტამინის ცხვირის სპრეით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ REMS-ის მიერ დამოწმებულ სამედიცინო დაწესებულებებში და მათ არ აქვთ უფლება მიიღონ პრეპარატი სახლში.

bottom of page