top of page

სტატია

reproductive-health-supplies-coalition-F

ქალის კონდომი

26 მარტი, 2021

რა არის ქალის კონდომი?

ქალის კონდომი ჩასახვის საწინააღმდეგო (კონტრაცეპტული) საშუალებაა, რომელსაც ბარიერული მოქმედება აქვს, ანუ იცავს საშვილოსნოს სპერმის  შეღწევისგან და ხელს უშლის განაყოფიერებას.  

ეს არის  გამჭვირვალე, ელასტიკური „მილი“, რომელსაც ორივე მხარეს რგოლები აქვს. კონდომები ლატექსისგან ან პოლიურეთანისგან კეთდება და მისი სიგრძე დაახლოებით 8 სმ-ია.

ქალის კონდომი შეგიძლიათ გამოიყენოთ  არა მხოლოდ ორსულობისგან, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან თავის დასაცავადაც.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, წელიწადში 100  ქალის კონდომის გამოყენებიდან  მხოლოდ 21 შემთხვევაში ფიქსირდება ორსულობა, ხოლო კაცის კონდომის გამოყენების შემთხვევაში- 18-ჯერ. ამიტომაც ეფექტურობის მხრივ კაცის კონდომი ოდნავ უფრო მეტად სანდოა, ვიდრე ქალის.

თუმცა ქალის კონდომსაც გააჩნია თავისი უპირატესობები :

  • მოხერხებულია;

  • გვერდით მოვლენებს,მათ შორის ალერგიულ რეაქციებს ნაკლებად იწვევს ;

  • იცავს  ორსულობისა და სგგი-სგან (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები);

  • ზრდის სექსუალურ აღგზნებას;

  • არ საჭიროებს  ერექციას;

  • ზრდის პირად პასუხისმგებლობას, შესაბამისად უსაფრთხოებასაც;

  • შეიძლება  გამოყენება მენსტრუაციის პერიოდში, ასევე ორსულობის ან მის შემდგომ პერიოდში;

  • მოთავსება შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე;

  • გამოიყენება როგორც ვაგინალური, ისე ანალური სექსის დროს;

  • მისი თხელი კედლებიდან გამომდინარე სქესობრივი კონტაქტისას არ ქვეითდება მგრძნობელობა;

 

რა უნდა იცოდეთ ქალის კონდომის გამოყენებამდე?

ქალის კონდომის  გამოყენებისას პირველ რიგში  ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სწორად მოთავსებას. უმჯობესია, კონდომი ვაგინაში სქესობრივ ურთიერთობამდე 20 წუთით ადრე მოითავსოთ, ასე ის  მოასწრებს საშოს კედლებზე მიკვრას. კომფორტისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლუბრიკანტი  ან სპერმიციდი.

 

 

 

როგორ გამოიყენოთ ქალის კონდომი
Picture13.png

1. შეამოწმეთ ვარგისობა. პაკეტი ფრთხილად გახსენით. ნუ გამოიყენებთ მაკრატელსა და დანას.

Picture2.png

2. გარე რგოლი სასქესო ორგანოს ირგვლივ მიდამოს ფარავს. შიდა რგოლი ჩასადებად და აქტის დროს კონდომის დასაფიქსირებლად გამოიყენება.

Picture3.png

3. საშოში მოთავსებამდე შიდა რგოლს ხელი მოუჭირეთ, საჩვენებელი ან შუა თითის დახმარებით მანამ, სანამ იგი გრძელი და ვიწრო არ გახდება.

Picture4.png

4. შეარჩიეთ მოხერხებული პოზიცია  კონდომის მოსათავსებლად - ჩაჯექით, ასწიეთ ცალი ფეხი, ან დაწექით.

Picture5.png

5. შიდა რგოლი საშოში ნაზად მოათავსეთ. იგი ზევით ასწიეთ და იგრძნობთ, რომ  შიდა რგოლი თავის ადგილას განთავსდა.

Picture6.png

6. საჩვენებელი თითი კონდომის შიგნით მოათავსეთ და შიდა რგოლს ღრმად მიაწექით, სანამ მიხვდებით, რომ იგი მეტად ღრმად აღარ წავა.

  • დარწმუნდით, რომ კონდომი ძალიან არ დაგრიხეთ.

  • გარეთა რგოლი რჩება გარეთ და სასქესო ორგანოს ფარავს.

Picture7.png

7.  ქალის კონდომი უკვე ადგილზეა და მზადაა მოხმარებისთვის.

Picture8.png

8. როდესაც მზად იქნებით, მამაკაცის სასქესო ორგანო ხელით ნაზად შეიყვანეთ კონდომის ღია/გახსნილი მხრიდან. ისე გააკეთეთ, რომ მამაკაცის სასქესო ორგანო საშოს კედელსა და პრეზერვატივს შორის არ აღმოჩნდეს.

Picture9.png

9. კონდომის ამოსაღებად, გარეთა რგოლი მოგრიხეთ/თავი მოუკარით და საშოდან ნაზად ამოიღეთ.

Picture10.png

10. კონდომი პაკეტში ან ხელსახოცში გაახვიეთ და ნაგავში ისე გადააგდეთ. მას ტუალეტში ნუ ჩააგდებთ.

გაითვალისწინეთ !

  • არ გამოიყენოთ ქალისა და მამაკაცის კონდომები ერთდრულად!

  • კონდომი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ!

კონდომი საშოში მოთავსებისას ზოგჯერ იწვევს დისკომფორტს, წვის და ქავილის შეგრძნებას. იშვიათად  გამონაყარიც. ზოგიერთ შემთხვევაში  შეუძლებელია მათი გამოყენება მომატებული მგრძნობელობისა და  ვაგინალური (საშოს) ანომალიების შემთხვევაში. ამრიგად მათი სათანადო გამოყენებისათვის უმჯობესია  ექიმთან კონსულტაცია, რადგან ნებისმიერი ბარიერული თავდაცვის საშუალების შერჩევა ინდივიდუალური კონსულტაციის შემდეგ უკეთესია.

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page