top of page

სტატია: დრაგ დეტექტორების მიმოხილვა 

გადადი ბმულზე და წაიკითხე თემატური სტატია  გაუპატიურების ნარკოტიკზე, ე.წ.  Rape Drug-ზე. 

რა არის შენ სასმელში? ​

ბოლო პერიოდში მრავალი პროდუქტი შეიქმნა სასმელში სხვა ნარკოტიკის კონცენტრაციის გამოსააშკარავებლად, თუმცა ყოველი მათგანი განსხვავდება გამოყენების და გამოვლენის დიაპაზონის მიხედვით.  ზოგს შეუძლია სიზუსტე დაიცვას ათობით სხვადასხვა სასმელის შემთხვევაშიც კი, ზოგს - არა. 

2021-06-09%252020_20_35-Drink%2520spikin

ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა Sipchip-ის სახელწოდების ტესტერი. ის ისეთივე ტექნოლოგიითაა შექმნილი, როგორც ორსულობის ტესტი ან აივ დიაგნოსტირების ტესტი. Მომცრო ზომისაა და შესაბამისად არც ნიმუშს და არც დროს მოითხოვს ბევრს, 30 წამზე ნაკლებ დროში აჩვენებს რეზულტატს. 

SipChip-ს შეუძლია აღმოაჩინოს ბენზოდიაზეპინები 100-მდე სახეობის სასმელში და როგორც კომპანია აცხადებს, მათ ტესტერის პასუხები 99.3% სიზუსტისაა. 

მისი გამოყენებისთვის საჭიროა, მარტივად დაისველოთ თითი საეჭვო სასმელით, თითზე არსებული სითხე გადაიტანოთ SipChip-ის კასეტაზე და დაელოდოთ შედეგს 30 წამის განმავლობაში. 2 ხაზი ნიშნავს რომ სასმელი უსაფრთხოა, 1 ხაზი კი ნიშნავს რომ სასმელში საეჭვო ნივთიერებაა გარეული. (მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ შეიტყოთ მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე)

c9bf7522-b348-446b-898d-1d155ed93f6c-med

მეორე მსგავსი ტესტერის მწარმოებელია Drink Safe Technology.  

საეჭვო სასმლის თითო წვეთი უნდა მოათავსოთ ორივე (A, B) შემოსაზღვრულ წრეში, დაელოდეთ სითხის შეშრობას და ფერის ცვლილებას. Მუქი ლურჯი ფერი ნიშნავს პოზიტიურ პასუხს.

ინგლისში რეგისტრირებულმა კომპანია DRUG LAB 118-მა შექმნა Drink Detective. ეს არის საკრედიტო ბარათის ზომის ბარათი, რომელსაც სწრაფად შეუძლია ამოიცნოს არის თუარა სასმელში გარეული: კეტამინი, როჰიპნოლი და სხვა ბენზოები (მათსშორის ვალიუმი), კოკაინი, ჰეროინი, ლსდ, მეტამფეტამინი, ექსტაზი, ოპიუმი, მორფინი და GHB.

თითოეული ტესტი შეიცავს 3 ტესტის ბარათს და 3 ტესტის ტამპონს. 

გამოყენების წესი:

1. აიღეთ ერთი ტესტ ბარათი და ტამპონი.

2. დაასველეთ ტამპონი საეჭვო სასმლით.

3. სველი ტამპონი წაუსვით ტესტ ბარათის ორივე მონიშნულ კვადრატს.

4. დაელოდეთ 3-5 წამი.

5. შეამოწმეთ შეიცვალა თუ არა ფერი სატესტო სატესტო კვადრატებმა.

6. შეადარეთ მიღებული ვიზუალი ბარათის უკანა მხარეს მოცემულ მნიშვნელობებს.

drink_detective_two_edited.jpg
bottom of page