top of page

ჩვენს შესახებ.

ვინ არის მანდალა?

მანდალა ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2018 წელს თემის გაერთიანების შედეგად დაარსდა. 

 

მანდალა აერთიანებს ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილების მქონე ადამიანებს, რომელთა მიზანია, შეცვალონ მომხმარებელი ადამიანების ყოველდღიურობა ზიანის შემცირების სერვისების განვითარების, სტიგმის დაძლევისა და სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ცვლილების გზით. 

 

მანდალას ამოცანა, ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული რისკების შემცირება, მომხმარებლებისთვის ობიექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და ზიანის შესამცირებლად საჭირო მასალებით ურზრუნველყოფაა. ასევე იმ მავნე პრაქტიკების, რეგულაციებისა და კანონების ცვლილება, რომლებიც ხელს უშლის ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

bottom of page